Робота для біженців з України
ტალანტების რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების რეკრუტერი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"Mindor" ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპია.

ვქმნით ახალ ხედვას, რაც მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივი გზებით გონება და სხეულის სინქრონულ აღდგენას გულისხმობს

ჩვენი მისია ეს ფილოსოფია და პროდუქტები უფრო ცნობადი და ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ

წამოწყების ბუნებიდან გამომდინარე, ტრადიციული როლები ხშირად არ გვერგება ხოლმე, ამიტომ უფრო დიდ მნიშვნელობას პოტენციალს ვანიჭებთ ვიდრე გამოცდილებას.

ვეძებთ ტალანტების რეკრუტერს, ვინც დაგვეხმარება ასეთი ადამიანების პოვნაში.

პოზიციის აღწერა:

** მოძებნე ახალგაზრდა ტალანტი უნივერსიტეტებში, სტუდენტურ ჯგუფებსა და სხვა კრეატიულ წრეებში
** ჩაუტარე მოკლე სკრინინგ-ინტერვიუები და შეაფასე ჩვენი გზამკვლევის მიხედვით
** კანდიდატების შესარჩევ პროცესზე იმუშავებ დამფუძნებელთან ერთად დისტანციურად
** ამ ეტაპზე შესავსებია 5 ძირითადი პოზიცია, ამიტომ საკმარისია ნახევარ განაკვეთზე ან ფრილანსზე თანამშრომლობა, სრულ განაკვეთზე ზრდის შესაძლებლობით.

სასურველი კანდიდატი:

** გაქვს 1-3 წლიანი გამოცდილება ტალანტების რეკრუტინგში (სასურველია სტარტაპ გარემოში)
** წვდომა სტუდენტურ ან სხვა "აღმოსაჩენ" ტალანტ სივრცეებზე
** გიყვარს ადამიანებში ნიჭისა და პოტენციალის დანახვა
** მუშაობ ორგანიზებულად და პასუხისმგებლობით
** ინგლისური მინიმუმ B2
** გადამწყვეტია ფასეულობრივი თანხვედრა ჩვენს წამოწყებასთან და სამუშაო კულტურასთან.

შეთავაზება:

** დისტანციური, მოქნილი სამუშაო
** მისია, სადაც თქვენი სამუშაო პირდაპირ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე
** ზრდის დიდი და სწრაფი სივრცე
** მეგობრული, მშვიდი, ფოკუსირებული გარემო
** ანაზღაურება სამუშაო შეთანხმების მიხედვით.

განაცხადი მოგვწერე: info@mindor.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე