|
დასახელება:
მეფუნთუშე
|
| მომწოდებელი:
მაღაზიათა ქსელი გვირილა
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "გვირილა რითეილი"-ს საწარმო აცხადებს ვაკანსიას მეფუნთუშის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასწარ შემუშავებული რეცეპტის საფუძველზე საცხობი ნაწარმის მომზადება;
** რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
** ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის დაფორმირება-გამოცხობა.
** პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას ცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან ხარისხის კონტროლის მენეჯერს.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
** მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.
** მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება; ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კალკულაციებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: 19:00-07:00. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1400
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი მე-3 მიკრო, ევგენის მიქელაძის 9
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
|
|
|
|