|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
East Point Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
"ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშგების მომზადება;
** ბიზნესის საქმიანობის ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება;
** კვარტალური მენეჯერული პროგნოზის მოდელების მომზადება;
** ბიუჯეტის კონტროლი;
** წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
** კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცესების მართვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის განხრით;
** მინ. 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების /აუდიტის მიმართულებით (სასურველია საერთაშორისო კომპანიაში, საცალო ვაჭრობის სფეროში);
** საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა IAS/IFRS;
** ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე;
** პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ფინანსური მენეჯერი ექვემდებარება ფინანსურ დირექტორს.
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ისთ ფოინთის ადმინისტრაციის ოფისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 ნოემბერი 2025.
|
|
|
|