Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
გუდაურში, კარფურის ფრენჩაიზის მქონე მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება ფიქსირებული 1500;
** ყოველთვიური ბონუსი;
** ფასდაკლება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საცხოვრებლის უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ ელფოსტაზე: nanabeniaidze963@gmail.com, გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე