Робота для біженців з України
სტილის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტილის კონსულტანტი
მომწოდებელი: Max Mara Group
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოდის სფეროში მუშაობით "Max Mara Group" აცხადებს ვაკანსიას სტილის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა;
** პერსონალური გაყიდვები, წვლილის შეტანა მაღაზიის გაყიდვების გეგმაში;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მომხმარებლის შესახებ ჩანაწერების შენახვა დაარქივება;
** პროდუქციის კარგად ცოდნა;
** მერჩენდაიზინგი - სარეალიზაციო სივრცის/ვიტრინების მოწყობაში მონაწილეობის მიღება.

მნიშვნელოვანი უნარები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** სტილის შეგრძნება, ინტერესი მოდისადმი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

შრომის ფიქსირებული ანაზღაურება 1200 GEL + დამატებითი ბონუსი გაყიდვებიდან + პრემიუმ კლასის სალონის მომსახურება.

ჩვენ გთავაზობთ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ marinarinaldi@platano.group.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე