|
დასახელება:
გაყიდვების აგენტი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
Hashbank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების აგენტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბანკის წინასწარ შერჩეული მომხმარებლებისთვის (Leads) საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების აქტიური, მიზნობრივი შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** პორტფელების მართვა;
** მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
** არავერიფიცირებული ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არააქტიური მომხმარებლების მოზიდვა და მათი აქტიურობის ზრდის წახალისება;
** გაყიდვების ციკლის სრულად წარმართვა და პროცესის დასრულების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტების ეფექტური გამოყენების წახალისება და მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ხარვეზების ან კრიტიკული/კომპლექსური საკითხების იდენტიფიცირება;
** იდენტიფიცირებული პრობლემების Escalation Support Manager-თან დროულად გადამისამართება სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად;
** სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 ნოემბერი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|