|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ვიტა სანა
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "ვიტა სანა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
კომპანია დაარსდა 2023 წელს და უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების მომარაგებას სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო სახარჯი მასალებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულება ჩაითვლება უპირატესად);
** გაყიდვებში ან წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და განვითარება;
** კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო სახარჯი მასალების) პრეზენტაცია სამედიცინო პერსონალთან;
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზრის გაფართოება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00
მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vitasana2023@gmail.com
|
|
|
|