Робота для біженців з України
აფთიაქში პარაფარმაციის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აფთიაქში პარაფარმაციის კონსულტანტი
მომწოდებელი: ფარმანეტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქში პარაფარმაციის კონსულტანტის პოზიციაზე.

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 40 საათი ან ურთიერთ შეთანხმებით
** ხელფასი: 750 ლარი (დაუბეგრავი) გაზრდის პერსპექტივით.
** კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.
** აფთიაქი განთავსებულია ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი 12ა კორპ 5.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება;
** მომხმარებელთა ინფორმირება პროდუქციის ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ.
** პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა.
** შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი; გაწონასწორებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591036097

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე