|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნეტისი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
შპს "ნეტისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება - 2500 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები. KPI -ის შესრულებისას საშუალოდ გენერირებული ბონუსი 1500 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეხ კაჩინსკის 4.
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;
გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:
** დადგენილი საკომუნიკაციო გეგმის შესრულება მესენჯერში და სხვა შერჩეულ არხებში საჭიროების შემთხვევაში.
** ცივი ზარების გამოცდილება, დადგენილი flow-ს მიხედვით მოქმედება. (წარმოდგენილი იქნება გეგმა კონკრეტული დროის ინტერვალში შეხებების მიხედვით)
** მესენჯერ ინბოქსის მართვაში მონაწილეობის მიღება, მორიგეობის მიხედვით.
** Crm-ში თასქების ლოჯისტიკა.
მოთხოვნები:
** საჭიროა სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე hr@netis.ge და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ნეტისის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ნეტისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ნეტისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ნეტისი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|