Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681866&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - TOUS
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - TOUS
მომწოდებელი: თაიმი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.

"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ესპანური ბრენდის "TOUS"- ის სამკაულებისა და ჩანთების კონცეპტ მაღაზიისთვის.

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI`ME

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.
ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.

** თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს.
** თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით.
** თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით.
** თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ ნომინაციებში და გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით
** თქვენი ლოიალურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.

თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება,
გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
** პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე
** 2 დღე დასვენება

სამუშაო ცვლები:

** I ცვლა: 10:00-19:00 სთ
** II ცვლა: 13:00-22:00 სთ

სამუშაო ადგილი: ისთ ფოინთის ახალი მოლი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. №2.

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/137?source=aWQ9MzE%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვით მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია