|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კარგო ლოჯისტ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მოჭრილი ხელფასი (1000 ლარი) + ბონუსები;
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მეგობრული გუნდი, რომელიც მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის პროდუქციის/მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:
** აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანსპორტო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად)
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური
სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე-contact@cargologistgroup.ge
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 13.12.2025.
|
|
|
|