Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681815&print=yes&view=jobs
 
სასაწყობე მეურნეობის განყოფილების აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე მეურნეობის განყოფილების აღმრიცხველი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგების მართვის სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის განყოფილების აღმრიცხველის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები

** მატერიალური ფასეულობების მიღება, გაცემა, გადატანა და ჩამოწერა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, შესაბამისი წესების დაცვით;
** პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები, ბრძანებები და სხვა) მომზადება, დამუშავება და შენახვა;
** პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა აღრიცხვით ბალანსში და აცდენების ანალიზის მომზადება;
** შიდა და გარე ანგარიშგებების მომზადება საწყობის ნაშთების, მოძრაობის და ოპერაციების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** თანამშრომლობა შესყიდვების, ბუღალტერიისა და სატრანსპორტო ქვედანაყოფებთან.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით);
** სასურველია არანაკლებ 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო აღრიცხვისა და/ან ლოჯისტიკის სფეროში;
** Microsoft Office - საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ბაზისური ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ორის 7-ის ბაზისური ცოდნა;
** სასაწყობე პროცესების, მარაგების აღრიცხვისა და დოკუმენტბრუნვის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგების მართვის სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის განყოფილების აღმრიცხველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია