Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681773&print=yes&view=jobs
 
გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების გარემოს დაცვისა და ნებართვების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ შემოსული ანგარიშების განხილვა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე მათი ზემოქმედების განსაზღვრა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** წინასაპროექტო და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება, პროექტების შესწავლა/შეფასება, გარემოს დაცვის კუთხით და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
** გარემოს დაბინძურების მონიტორინგი;
** შიდა კონტროლი ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, არსებული წესის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან ნარჩენების მართვის, მიმართულებით);
** გარემოსდაცვითი ან ნარჩენების მართვის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** GIS პროგრამებთან (ArcGIS, QGIS ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 27.11.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია