|
დასახელება:
ტექნიკური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Vortex Fitness
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
"Vortex Fitness" თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავარჯიშო სივრცეა, რომელიც ფიტნესსა და რამდენიმე სახეობის ჯგუფური ვარჯიშების სერვისებს აერთიანებს. ამჟამად "ვორტექსი" ეძებს ტექნიკურ ასისტენტს სხვადასხვა ფილიალისთვის.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ცვლები (დღის და ღამის), 3/1
** ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობა-ვალდებულებები:
** კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნვა;
** ფიტნეს დარბაზის ინვენტარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ფილიალის მასშტაბით, ელექტრო, წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, გათბობა/გაგრილების, კოსმეტიკური შეკეთება/შეღებვა და უსაფრთხოების სისტემების გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების დროული აღმოჩენა და პრობლემების ოპერატიული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი და ჰქონდეს მართვის მოწმობა.
დამატებით გთავაზობთ:
** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა 13 დეკემბრამდე შეავსეთ ეს ფორმა
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|