|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - ტურისტული მიმართულება
|
| მომწოდებელი:
ტივი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
TIVI — მზარდი და წარმატებული კომპანია, რომელიც უკვე სამი წელია მოქმედებს თბილისის გულში, მტკვარზე. ჩვენ ვაერთიანებთ ორ მიმართულებას — რესტორანსა და კატერების გაქირავების სერვისს, რომელიც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრებისთვის.
ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ტურისტულ ინდუსტრიაში და იცის, როგორ მოიზიდოს ტურისტული ჯგუფები საქართველოში შემომყვანი კომპანიებიდან.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მტკვარზე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ტურისტული სააგენტოებთან (განსაკუთრებით შემომყვანებთან) მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;
** ტურისტული ჯგუფების მოზიდვა რესტორანში და კატერების სერვისზე;
** გარე გაყიდვების (პრომო) გუნდის ფორმირება, მართვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის ბიზნესის გაფართოებაში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ტურისტულ გაყიდვებში;
** ძლიერი კონტაქტები ტურისტულ კომპანიებთან (განსაკუთრებით შემომყვან კომპანიებთან);
** გუნდური და ლიდერული უნარები;
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და სასურველია ინგლისურ ენაზე;
** შედეგზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი + მაღალი ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ ბონუსი აჭარბებს ფიქსირებულ ნაწილს);
** კონკურენტული პირობები და განვითარებული კომპანიის ნაწილი გახდომის შესაძლებლობა.
თუ შენ ხარ გამოცდილი, ენერგიული და დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში — გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: oto663939@gmail.com
|
|
|
|