Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681743&print=yes&view=jobs
 
სოცმედია მენეჯერი/ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოცმედია მენეჯერი/ედვერთაიზერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას სოცმედია მენეჯერი/ედვერთაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია - ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი.

კომპანია გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი, დისტანციურად);
** ანაზღაურება - 1500 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სხვადასხვა არხების (ძირითადად Facebook, Instagram, Linkedin) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ყოველთვიური გეგმის მომზადება, მართვა და რეპორტი.
** პოსტების მომზადება (პოსტების გრაფიკული დიზაინისა და ქოფის მომზადება)
** ედვერთაიზინგი - Facebook, Linkedin, Youtube (სასურველია Google).
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ვენდორი ბრენდების მუდმივი მონიტორინგი, მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ბიზნესის & მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის 1 ან 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამებისა და სარეკლამო პლატფორმების ცოდნა: Adobe Photoshop, Facebook Ads Manager, LinkedIn Ads, (სასურველია Google Ads, Google Analytics) Excel, Word, Powerpoint.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია