Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681639&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
** სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
** შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი;

მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
** სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
** სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
** რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
** შიდა პროცესებში მონაწილეობა: მენეჯერის დავალებების შესრულება მისი უფლებამოსილების ფარგლებში — პროექტებში დახმარება, დოკუმენტაციის მომზადება, ანგარიშგების ფორმირება.
** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.

საჭირო უნარები:

** კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
** პრობლემური საკითხების კორექტულად და პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია