|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
SekkeiPark
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
** საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
** საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მასალებისა და დანადგარების ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის გაღრმავება;
** საუკეთესო ფასის, პროდუქტების და სათანამშრომლო პირობების მოპოვება მომწოდებლებისგან;
** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.
** პროექტის ფარგლებში ტექნიკური დავალების გადამოწმება და შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** კომპანიისათვის საჭირო სხვა პროდუქციის შეძენა;
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
** ენები: ინგლისური
** გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
უნარები და თვისებები:
** მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მათემატიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი კორპორატიული გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|