Робота для біженців з України
ელექტრიკოსი, მექანიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი, მექანიკოსი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

პირობები ყველა ვაკანსიისთვის:

პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
** კორპორატიულ ნომერი;
** კვება;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
** ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
** ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
** ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი.
** ელექტრო ნაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
** მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00;
** ხელფასი - 2200 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე). გამოსაცდელი ვადის (3 თვე) განმავლობაში - 2000 ლარიდან ხელზე.

2. მექანიკოსი: 2 ვაკანსია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში);
** ხელფასი - 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე