Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით, 2 დღე დასვენება (დღის მანძილზე 8 საათიანი სამუშაო განრიგით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი:

ქ. თბილისი

** ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ჟაკადი", "ბატა" და "სტუდიო"
** მაღაზია "აი სი არ ფეხსაცმელი" ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
** სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო"
** სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
** სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" - რუსთაველის გამზ.
** პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
** ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
** აღმაშენებლის გამზ. 144, მაღაზია "კორსო იტალია"
** "აუთლეტ ვილიჯი" (ლილოს მიმდებარედ), მაღაზია "სტუდიო"

ქ. ბათუმი

** სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი"
** სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი", გორგილაძის 88, მაღაზია "კორსო იტალია"
** სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი"

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის საშუალო მოცულობით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობა (ერთი ან რამდენიმე) და შეავსოთ სხვა დანარჩენი ველები: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform?usp=header

ასევე შესაძლებელია თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@icr.ge.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე