|
დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლემონსი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია "Lemons" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი.
"Lemons" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.lemons.ge
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია პროექტების Facebook გვერდებზე (Messenger და კომენტარები), LinkedIn, Instagram - განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.
** აქტიური ჩართულობა და კომპანიის ინფორმაციის გამოყენებით ამომწურავი და პერსონალიზებული პასუხების მიწოდება.
** მიმდინარე სარეკლამო აქტივობების, შეთავაზებების, ფასებისა და პირობების ზუსტი ცოდნა და მის კომუნიკაციაში სწორი გამოყენება.
** შეტყობინებებზე ადეკვატური რეაგირება მომხმარებლის ქცევითი და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.
** Facebook ჯგუფებში უძრავი ქონების თემატიკაზე აქტიური კომუნიკაცია: პოსტების განთავსება წესების დაცვით, კომენტარებზე პასუხი, Q&A, დაინტერესებული პირების გადაყვანა ინბოქსში/CRM-ში.
** WhatsApp-ში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის წარმოება, უძრავი ქონების შეთავაზებების წარდგენა, შეხვედრების დაჯავშნა და ლიდების მოპოვება.
** სხვადასხვა არხიდან მიღებული ლიდების მოძიება და CRM-ში დაფიქსირება მონაცემთა დაცვის სტანდარტების დაცვით.
** ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტის წარმოდგენა.
** ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია.
** მინიმალური მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** სასურველია ინგლისურის ან რუსულის ცოდნა (სალაპარაკო დონეზე).
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (არ განიხილება დისტანციურად მუშაობა)
** ლოკაცია: თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200₾ + ბონუს სისტემა შედეგების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|