Робота для біженців з України
მომხმარებელთა შენარჩუნების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა შენარჩუნების სპეციალისტი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა შენარჩუნების სპეციალისტის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი - თბილისი, დავით გურამიშვილის 23 ა.
დაქვემდებარება - მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 12:00 - 19:00
ანაზღაურება - 900 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაცია აბონენტებთან, რომელთაც სტატუსი აქვთ "პასიური", გაუქმების კანდიდატის.
** ზარების განხორციელება როგორც ფიზიკურ, ასევე მცირე ბიზნეს აბონენტებთან;
** მომსახურების გააქტიურების პირობების და მიმდინარე შეთავაზებების დეტალურად გაცნობა;
** გაპასიურების ან გაუქმების მიზეზების იდენტიფიცირება და CRM-ში ლოგირება.
** მიღებული უკუკავშირის ანალიზი და პერიოდული ინსაითების გაზიარება ხელმძღვანელობასთან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
** პრობლემის შემთხვევაში, მისი ოპერატიული გადამისამართება ტექნიკურ ან სხვა შესაბამის გუნდთან;
** ინდივიდუალური შეთავაზებების წარდგენა (მაგ: ტარიფის დროებითი გაზრდა, დამატებითი სერვისების შეთავაზება სატესტო პერიოდის განმავლობაში). შეთავაზებების ეფექტიანობის შეფასება (რომელი შეთავაზება უფრო შედეგიანია);
** მუშაობა აბონენტებთან, რომლებმაც კონტაქტ-ცენტრში დააფიქსირეს სერვისის (ინტერნეტი+ ტელევიზია) გაუქმების მოთხოვნა;
** ზარების შედეგების დეტალური აღრიცხვა და CRM სისტემაში სტატუსების განახლება;
** მჭიდრო თანამშრომლობა მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტის გუნდებთან, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კონტაქტ-ცენტრთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატელეფონო კომუნიკაციაში, სასურველია სატელეკომუნიკაციო სექტორში ან მომხმარებელთა შენარჩუნების მიმართულებით.
** კომუნიკაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა და ემპათია;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენა - თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ანგარიშვალდებულება:

** მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
** კვირის შემაჯამებელი რეპორტის წარდგენა:
** განხორციელებული ზარების სტატისტიკა;
** წარმატებული რეაქტივაციების მაჩვენებელი (%);
** ძირითადი გამოწვევები და ინსაიტები.

ძირითადი KPI-ები:

** რეაქტივაციის მაჩვენებელი (% დაბრუნებული პასიური აბონენტებიდან);
** ზარის ხარისხი (CSAT / NPS ან supervisors` audit);
** ზარების რაოდენობა და პროდუქტიულობა (რამდენი წარმატებული კონტაქტი დღეში/კვირაში);
** Churn-ის შემცირების წილი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებელთა შენარჩუნების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე