Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: MSF Group
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
ორგანიზაციის გაფართოების მიზნით, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ფოთში.

MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომლის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში

ძირითადი მოვალეობები:

** ლოჯისტიკური ოპერაციების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
** შეკვეთების მიღება, გადამუშავება და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;
** პარტნიორ კომპანიებთან, კლიენტებთან და გადამზიდავებთან კომუნიკაცია;
** დოკუმენტაციის მართვა — ინვოისები, სატრანსპორტო დოკუმენტები, ხელშეკრულებები
გადაზიდვების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მოგვარება;
** ხარჯების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებით;
** თანამშრომლობა ექსპედიტორებთან, ავტოპარკის მენეჯერთან და სხვა შიდა დეპარტამენტებთან;
** CRM სისტემაში მონაცემების განახლება და პროცესების მოწესრიგება;
** გუნდური მუშაობის ხელშეწყობა და პროცესების გამჭვირვალე მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
** მდებარეობა: ქ. ფოთი, ვ. ფშაველას #66

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: msf.vacancy@msf.ge. Subject-ში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე