|
დასახელება:
E-commerce კონტენტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Citrus.ge
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა. ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი E-commerce კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო არჩევანს საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ავეჯამდე - როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიაში.
კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას E-commerce კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ კონტენტ მენეჯერს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ვებგვერდზე არსებული კონტენტის მართვასა და ოპტიმიზაციაზე, მომწოდებლებთან კომუნიკაციაზე და პროდუქტის ინფორმაციის სიზუსტესა და განახლებაზე. თუ ორგანიზებული, ყურადღებიანი და ელექტრონული კომერციის პროცესებში გათვითცნობიერებული ადამიანი ხარ — ეს პოზიცია შენთვისაა!
მთავარი მოვალეობები:
** ვებგვერდის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებით და სხვა საჭირო კონტენტით;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია -პრაისების და კატალოგების გამოთხოვა;
** პრაის-ლისტების დამუშავება, ფასებისა და მარაგების კონტროლი განსაზღვრული კალენდრის მიხედვით;
** კატეგორიის მენეჯერთან ერთად აქციების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
** ვებგვერდზე არსებული კატეგორიების მოწესრიგება და სტრუქტურირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების და სერვისის გუნდის ინფორმირება პროდუქტის მახასიათებლების, ფასებისა და მარაგების შესახებ;
** შეკვეთებისა და მარაგების სტატუსის კონტროლი რეალურ დროში;
** ყოველკვირეული რეპორტინგი კონტენტისა და მარაგების განახლებებზე;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება კონტენტის მართვის სფეროში (სასურველია e-commerce გარემოში);
** სასურველია CS-Cart ან სხვა CMS პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
** MS Excel ან Google Sheets პროგრამების ცოდნა (პრაისებისა და მარაგების მართვისთვის);
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ e-commerce კომპანიაში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "კონტენტ მენეჯერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - https://www.citrus.ge/
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს ციტრუსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|