|
დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
VIP Aviation
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"VIP Aviation" — ჰენდლინგური ტიპის კომპანია, უკვე 17 წელზე მეტია საავიაციო ბაზარზეა, წარმატებით ემსახურება და სთავაზობს წარმომადგენლობით მომსახურებას, როგორც ჩარტერულ ასევე რეგულარულ რეისებს.
ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ბუღალტრის დამხმარეს
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან შედარების აქტების მომზადება;
** დამატებითი საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და გადამოწმება;
** გადახდებისა და ჩარიცხვების მონიტორინგი და დროული უზრუნველყოფა;
** კომუნიკაცია კლიენტებთან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით;
** საბუღალტრო ოპერაციების რეგისტრაცია პროგრამაში SuperFin;
** მონაწილეობა საოპერაციო თვის დახურვის პროცესში;
** სხვა დავალებები მთავარი ბუღალტრის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში ან მომიჯნავე სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია SuperFin-ის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. Intermediate დონეზე;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@vipaviation.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ბუღალტრის დამხმარე".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24 ნოემბერი, 2025 წ
|
|
|
|