Робота для біженців з України
სემეკთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სემეკთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სემეკთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სემეკის მიერ კომპანიისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და უფლებამოსილი პირების მიერ სემეკის გადაწყვეტილებების შესრულების კოორდინაცია;
** სემეკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და წარდგენა შესაბამის ფორმატში;
** სემეკში განსახილველ საკითხებზე კომპანიის პოზიციის მომზადება და განხილვებში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
** ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სემეკის მიერ რეგულირებად საწარმოში ან სემეკთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office, Excel და სხვა) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

სხვა მოთხოვნები:

** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ცვლილებების ინიცირებისა და ადაპტაციის უნარი.

საკონკურსო თემატიკა:

** "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონი;
** სსიპ "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" 2023 წლის 30 აგვისტოს N39 დადგენილებით დამტკიცებული "საირიგაციო წყლის მიწოდების წესები".

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 25.11.2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სემეკთან ურთიერთობის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე