|
დასახელება:
POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური "დიდუბიდან" უზრუნველყოფს კომპანია).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;
** ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;
** მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
** უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
** Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5h2PEZ8b
|
|
|
|