Робота для біженців з України
დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დღის ცენტრის მომსახურების მართვა და ორგანიზება;
** დღის ცენტრის ელექტრონული პორტალის მართვა, პორტალზე პროგრამის ბენეფიციართა რეგისტრაცია და აღწერა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ყოველთვიური ფორმების წარმოება და წარდგენა ზრუნვის სააგენტოსათვის, დადგენილი წესით;
** დღის ცენტრის თანამშრომლებისა და ბენეფიციარების პირადი საქმეების წარმოება, მოვლა-შენახვა;
** ცენტრში სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
** მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ორგანიზაციის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა;
** მომსახურების პოტენციური მომხმარებლისათვის მომსახურების და ჩასარიცხი პროცედურების გაცნობა;
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point, Outlook);
** წერილი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 დეკემბერი

საკონტაქტო: 599 155 744

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი".

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე.

** * ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე Bბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე