Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი საქართველოს მასშტაბით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი საქართველოს მასშტაბით
მომწოდებელი: Panchenko Caviar House
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"ხიზილალის სახლი პანჩენკო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი საქართველოს მასშტაბით.

"ხიზილალის სახლი პანჩენკო" პრემიუმ კლასის თევზისა და ხიზილალის მწარმოებელია. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებით და მრავალწლიანი გამოცდილებით.

ვეძებთ გაყიდვების მიმართულებით ძლიერ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია განავითაროს გაყიდვების სტრატეგია და მართოს გუნდი ქვეყნის მასშტაბით.

მოითხოვება აქტიური, ენერგიული და საქმეზე ორიენტირებული კანდიდატი, რომელსაც სურს განვითარება სწრაფად მზარდ, პრემიუმ ბრენდთან ერთად.

ძირითადი ვალდებულებები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი პარტნიორების მოძიება
** გაყიდვების გუნდის მართვა და KPI-ების შესრულება
** ბაზრის ანალიზი და განვითარების გზების მოძიება
** კომპანიის ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** შესანიშნავი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები
** ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გაყიდვებიდან გამომდინარე
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალ სამუშაო გარემოს

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიუმებს და დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: ts.kirkitadze@gmail.com მეილის თემად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — გაყიდვების უფროსი (საქართველოს მასშტაბით).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე