Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Panchenko Caviar House
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"ხიზილალის სახლი პანჩენკო" არის პრემიუმ კლასის თევზისა და ხიზილალის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს მაღალი დონის რესტორნებთან, სასტუმროებთან და სხვა ქსელურ და HoReCa ობიექტებთან.

კომპანიას ესაჭიროება გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული ორი გაყიდვების მენეჯერი ბათუმში - HoReCa სექტორი და ქსელები/ბაზარი სექტორი.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია HoReCa მიმართულებით)
** რუსული ენა — სავალდებულო
** საკუთარი ავტომობილი— სავალდებულო
** გამართული მეტყველება
** აქტიური, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი
** კონფლიქტის მართვის და დიპლომატიური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური პარტნიორების მოზიდვა და მართვა
** პროდუქციის პრეზენტაცია HoReCa ობიექტებში
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და მონიტორინგი
** რეგულარული ანგარიშგება და ბაზრის ანალიზი

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი
** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიუმებს და დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: ts.kirkitadze@gmail.com მეილის თემად აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — გაყიდვების მენეჯერი ბათუმი (ჰორეკა) ან გაყიდვების მენეჯერი ბათუმი (ქსელები/ბაზარი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე