|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აპარტ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს კონკურსს HR მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 დეკემბერი, 2025 წელი
თქვენ დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, უწყვეტი შესაძლებლობები პროფესიული განვითარებისთვის, საინტერესო გამოწვევები, ორგანიზაციული კულტურა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანები, შედეგები და ახალი პერსპექტივების წახალისება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდური მუშაობის უნარით და შედეგზე ორიენტირებულობით.
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალის მხარდაჭერა, HR პროცესების მართვა/მონიტორინგი.
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგის პროცესის მართვა.
** სამუშაო აღწერის/თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება.
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება)
** ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და განახლება პერიოდულად.
** ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება.
** HR პროგრამაში (self.ge) მუშაობა, სამუშაო დროის აღრიცხვა-კონტროლი;
** პროგრამა Monday.com-ის გამოყენება სამუშაო პროცესების მართვისთვის.
** KPI სისტემების მართვა, მონიტორინგი და ანალიზი.
** თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება.
** HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** სტრატეგიული ხედვისა და დაგეგმვის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა, გუნდის მოტივაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@apartgroup.com.
გთხოვ, მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "HR მენეჯერი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|