Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
კომპანია "ჰორეკა" დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კორპორაციული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფას.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://horeca.ge/

შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ძირითადი ქ. ქუთაისი (ასევე მიმდებარე ტერიტორია, მაგ: წყალტუბო და ა.შ).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:30 საათიდან 18:30 საათამდე.
სტაჟირება: 1 - 2 თვე.
სტაჟირების ადგილი თბილისის სათავო ოფისი (ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქ. #145ა).
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი (500-1000 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა;
** მომხმარებლის შეკვეთების მიღება და შესაბამის მოწყობილობაში გაფორმება, კლიენტთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ვიზიტების განხორციელება;
** საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;
** პოტენციურ მომხმარებელთან პროდუქციის პრეზენტაცია;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
** კლიენტთა ბაზის შედგენა/დამუშავება;
** კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება (მიწოდება, კორექტირება, უკან დაბრუნება);
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** სხვა დავალებების სრულყოფილად შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი ბენეფიტები:

** ავტომობილი - უზრუნველყოფს კომპანია შტატში აყვანის შემდეგ;
** საწვავი - სამუშაო პროცესში გადაადგილებისას გარბენის მიხედვით;
** ტელეფონის ნომერი - უზრუნველყოფს კომპანია;
** დაზღვევა - შტატში აყვანის შემდეგ უზრუნველყოფს კომპანია (გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა სადაზღვევო კომპანიის თანხმობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hr@horeca.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

გაცნობებთ, რომ შპს "ჰორეკა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე