Робота для біженців з України
იმპორტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა : თბილისი
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** უცხოური მომწოდებლების მოძიება, დაგენერირება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** შეთავაზებების, პროდუქციის კატალოგებისა და კომერციული წინადადებების ანალიზი;
** შესყიდვების გეგმების მომზადება და კომპანიაში არსებული მოთხოვნის წინასწარი პროგნოზირება;
** შეკვეთების ფორმირება, გადახდების დაგეგმვა და კონტროლი;
** საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება;
** ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია;
** საბაჟო პროცედურების მონიტორინგი და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** იმპორტული მასალების მარაგების მართვაში მონაწილეობა;
** უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია ინგლისურ ან/და რუსულ ენაზე;
** ბაზრის კვლევა.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მინ. 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმპორტი/შესყიდველის მიმართულებით;
** უცხოური გადაზიდვების პროცედურების ცოდნა - ინვოისი, პაკინგ ლისტი, COO, BL, AWB და სხვა;
** საბაჟო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადამზიდებთან;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე;
** რუსული და თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ :

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება.
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge; "სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე