|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ანაქსი
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი
"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის მართვა, მასალების მიღება, გასაღება და აღრიცხვა;
** საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მასალების რაოდენობრივი მონიტორინგი ობიექტების მოთხოვნის შესაბამისად;
** ლოჯისტიკური პროცესების კოორდინირება - მიწოდებისა და ტრანსპორტირების დაგეგმვა;
** მომწოდებლებთან, ობიექტის მენეჯერებთან და ინჟინრებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** საწყობში უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** აღრიცხვები (Excel) - მასალების ბაზის დროული განახლება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის/ლოჯისტიკის მართვაში;
** სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში ინტერესი და განვითარებაზე ორიენტირებულობა; (ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად);
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და გუნდთან ეფექტური მუშაობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტირებულ ანაზღაურებას;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge; "სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|