Робота для біженців з України
სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის კომპიუტერული სისტემებისა და კომუნიკაციების განყოფილების მთავარი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT განხრით);
** მსგავსი პროფილით მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების (Microsoft) სერტიფიკატების ქონა (სასურველია);
** კომპიუტერული და სატელეფონო ქსელური მოწყობილობების მინიმალური ცოდნა;
** სასერვერო მოწყობილობების მინიმალური ცოდნა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების გამართვა;
** აქტიური დირექტორიების (AD) სერვისების ადმინისტრირება;
** დომენური სახელების სერვერის (DNS) ადმინისტრირება;
** ფაილური სერვერის ადმინისტრირება;
** საფოსტო სერვერის (MS Exchange) ადმინისტრირება;
** მონიტორინგის სისტემების დაყენება და ადმინისტრირება;
** სარეზერვო ასლების ადმინისტრირება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2025 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე