|
დასახელება:
ავტომობილების შეფასების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Lion Trans
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია "ლაიონ აუქციონი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შეფასების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: მცხეთის რაიონი სოფ წეროვანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია
კომპანია " ლაიონ აუქციონი" ეძებს ავტომანქანის შემფასებელს, რომელსაც აქვს სიღრმისეული ცოდნა ავტომობილების შესახებ და შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია კლიენტებთან სატელეფონო ზარებითა და ონლაინ არხებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის შეფასება (ფასისა და მახასიათებლების განსაზღვრა);
** ამერიკული აუქციონებზე ავტომანქანის ისტორიის შემოწმება, და შეფასება
** სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
** კლიენტებთან კომუნიკაცია — მათთვის ავტომობილის ღირებულების განსაზღვრა და ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ვებ-პლატფორმებზე მანქანების მოძიება და მათი შეფასება;
** ბაზრის ანალიზი და მონაცემთა ბაზის განახლება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა (მოდელები, ძრავები, აღჭურვილობა, დაზიანებები და ა.შ.);
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან ავტომობილების გაყიდვებში/შეფასებაში;
** კომუნიკაბელურობა და ტელეფონით საუბრის უნარი;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და შედეგზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი შეფასებული/გაყიდული მანქანებიდან);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com
"ლაიონ აუქციონი " მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"ლაიონ აუქციონი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასუს მოტორსი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 12 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|