|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Lion Trans
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია "ლაიონ აუქციონი" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელსაც აქვს გამოცდილება გაყიდვებში და აინტერესებს საავტომობილო სფერო.
მდებარეობა: მცხეთის რაიონი სოფ წეროვანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან (ლიდებთან);
** სხვადასხვა ვებ-პლატფორმებზე ავტომობილების გამყიდველების მოძიება და მათთან დაკავშირება;
** კომპანიის სერვისის წარდგენა და გაყიდვების პროცესის მართვა;
** ბაზრის მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება გაყიდვების სტატუსზე.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ავტომობილების ბაზრის ცოდნა (ბრენდები, მოდელები, ფასები და სხვ.);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულად (სასურველია რუსულის ან ინგლისურის ცოდნაც);
** ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.
კომპანია გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუს სისტემას გაყიდვებზე დაფუძნებით;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com
"ლაიონ აუქციონი " მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"ლაიონ აუქციონი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასუს მოტორსი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 12 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|