|
დასახელება:
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"პსპ ფარმა" აცხადებს მისი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიებისთვის "Champ`s Café" და " Champions Academy" მარკეტინგული პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდისთვის განკუთვნილი მარკეტინგული პროექტების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული გეგმების, მიზნების, ვადებისა და ბიუჯეტების დეტალურად განსაზღვრა;
** ბაზრის კვლევების ჩატარება და კონკურენტების ანალიზი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად;
** Champions Academy და Champ`s Café - ს მარკეტინგული პროექტების ერთდროულად მართვა.
** პროცესის კოორდინაცია კომპანიის გუნდსა და გარე პარტნიორებს შორის (სერვისის მომწოდებლები, სააგენტოები, მედია, სხვა);
** ბიუჯეტების კონტროლი, ვადების დაცვა და შედეგების შეფასება;
** კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდების პორტფოლიოში არსებული პროდუქტების ან/და სერვისების სეზონურობის და სხვადასხვა სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით;
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
** სხვადასხვა ბრენდის საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალების შექმნის კოორდინაცია - სოციალური ** მედია, ვიზუალური კომუნიკაციის მასალები, ტექსტები, ბანერები, სხვა;
** ბრენდების იდენტობასთან შესაბამისი მასალების მომზადება;
** სხვადასხვა მედია პლატფორმების საკომუნიკაციო კალენდრების შექმნა და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით;
** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონზე ცოდნა;
** ინგლისური ენის (B2) ცოდნა
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ბაზრის ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროექტულად მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
** გამართული წერითი კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 ნოემბერი.
|
|
|
|