|
დასახელება:
კომერციული დირექტორის ასისტენტი, კორპ. გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
SN Creative Rescue Team
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"SN Creative Rescue Team" ეძებს ენერგიულ და კრეატიულ გუნდის წევრებს კომერციული დირექტორის ასისტენტისა და კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.
"SN Group" 2012 წლიდან მოღვაწეობს სარეკლამო სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს კრეატიულ, ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს როგორც დიზაინის, ისე ბრენდინგის და რეკლამის მიმართულებით.
იხილეთ მეტი: http://www.sncreative.ge | http://www.sngeorgia.ge | http://www.sndesign.ge
1) კომერციული დირექტორის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები:
ასისტენტი აქტიურად დაეხმარება კომერციულ დირექტორს შემდეგ საკითხებში:
** პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და დედლაინების კონტროლი;
** პროექტის ბიუჯეტის მართვაში მონაწილეობა;
** დიზაინერებთან და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობის მხარდაჭერა;
** პროექტების მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიულ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნება, იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
** სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე.
** სამუშაო ადგილი: D Block, სასტუმრო სტამბა.
2) კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტის ეფექტური წარდგენა;
** კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება, მათი მოთხოვნების ანალიზი და მორგებული სარეკლამო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული მიზნების დასახვა, შესრულებული სამუშაოს ანალიზი და სამომავლო პროგნოზები;
** მომხმარებელთა ბაზის გაფართოება: პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა, კლიენტების მოძიებაში მხარდაჭერა და მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიულ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნება, იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
** სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე.
** სამუშაო ადგილი: D Block, სასტუმრო სტამბა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smith.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|