|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ლოგისტიკური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია ეძებს ადმინისტრატორს — პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ეფექტურ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას და სტუმრების ხარისხიან მომსახურებას.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 11:00-19:00
** შაბათი-კვირა: დასვენების დღე
ჩვენ გთავაზობთ:
** 1000 ლარი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
** კომფორტული, სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** განვითარების შესაძლებლობა დინამიკურ გუნდში.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** გამართული კომუნიკაციისა და საუბრის უნარი;
** მოწესრიგებული გარეგნობა, ყურადღებიანობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი ვალდებულებები:
** სტუმრების მიღება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
** ტელეფონზე ზარებისა და ელფოსტების დამუშავება;
** დოკუმენტების რეგისტრაცია, სკანირება და დალაგება;
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა მენეჯმენტისთვის;
** მცირე ორგანიზაციული დავალებების შესრულება (ზარების განხორციელება, ინფორმაციის განახლება და სხვ.);
** ოფისისა და რეცეფციის სისუფთავის კონტროლი
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: azadlogisticscompany@gmail.com
|
|
|
|