|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ფექიჯინგ-სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
კომპანია "ფექიჯინგ-სერვისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა Balance-ისა და RS.ge პლატფორმებიდან
** შემოსული პირველადი საბუთების მიღება, დახარისხება და სისტემატიზაცია
** დოკუმენტების გადამოწმება სისწორისა და სიზუსტის მიხედვით
** ბუღალტრული ოპერაციების შესრულებაში მთავარი ბუღალტრის დახმარება
** დოკუმენტების დაარქივება და ბუღალტრული ჩანაწერების მოწესრიგება
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მომწოდებლებთან ან პარტნიორებთან დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროგრამა Balance -ში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა
განათლება:
** ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი
** სასურველია საბაზისო ცოდნა საქართველოს საგადასახადო სისტემისა და პირველადი დოკუმენტ-ბრუნვის შესახებ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: C.corrugator@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ფექიჯინგ სერვისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|