Робота для біженців з України
Back End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "სფეისკარგო", https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას Back End დეველოპერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: პირადი მოლაპარაკების საფუძველზე

"სფეისკარგო" მრავალწლიანი გამოცდილებით, წარმატებით ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით (იმპორტი, ექსპორტი). გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ვებ და მობილური აპლიკაციების სერვერული ნაწილის არქიტექტურის დაგეგმვა და განვითარება;
** მონაცემთა ბაზების დიზაინი, ოპტიმიზაცია და მართვა
** API-ების შექმნა და ინტეგრაცია
** აპლიკაციების უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა;
** კოდის ვერსირების სისტემაში (Git) მუშაობა;
** თანამშრომლობა ფრონტ-ენდ დეველოპერებთან და დიზაინერებთან ინტეგრაციის პროცესში;
** არსებული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა, შეცდომების იდენტიფიცირება და გამოსწორება;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და გამოყენება პროექტების გაუმჯობესებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Back End დეველოპერის პოზიციაზე ყველა საჭირო უნარებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:30-მდე, 1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით.
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 30ა

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@spacecargo.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე