|
დასახელება:
HR სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს პერსონალის მართვის სამსახურში HR სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
HR უფროსი სპეციალისტი
** აწარმოებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საგანმანათებლო რეესტრს.
** უწყვეტი პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის მიხედვით, დაგეგმოს ჩასატარებელი ტრენინგები, მოახდინოს კომუნიკაცია პოტენციურ ტრენერებთან და აწარმოოს მოლაპარაკება, დაგეგმვა განხორციელების მიზნით.
** აწარმოოს ჩატარებული ტრენინგების სავალდებულო დოკუმენტაცია.
** უზრუნველყოს საკონკურსო ვაკანსიების გამოქვეყნება.
** უზრუნველყოს საკონკურსო განაცხადების მიღება და გასაუბრების ჩანიშვნა შესაბამისი პროცედურების დაცვით ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის.
** ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის აყვანის პროცედურების მართვა.
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა სავალდებულო, საქმიანობის შეფასებას და კმაყოფილების კვლევის ჩატარებას (დადგენილი ვადების შესაბამისად).
** საჭიროებისამებრ მიაწოდოს სამსახურის ხელმძღვანელს სტატისტიკური მონაცემები ტრენინგების/ვაკანსიების შესახებ.
** ფიტპასის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უფროსი სპეციალისტი:
** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიური კონკურსების ჩატარება.
** აკადემიური პერსონალის სტატისტიკური მონაცემების შიდა კომუნიკაციის წყაროებში ასახვა.
** დოქტორანტების ხელმძღვანელების დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
** ოქმების/ბრძანებების მომზადება.
** აკადემიური პერსონალის მონაცემების კსუ-ს ოფიციალურ გვერდზე განთავსება პიარის სამსახურთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; 10:00 -17;00
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2;
ანაზღაურება: უფროსი HR სპეციალისტი 2000 ; სპეციალისტი 1200.
კონკურსის ეტაპები :დოკუმენტაციის გადარჩევა გასაუბრება. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|