Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680974&print=yes&view=jobs
 
საწყობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ციტრუსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
რესტორანი "ციტრუსი" რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძე) #3 ში აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მზა პროდუქციის და სამეურნეო საწყობის კონტროლი
** საწყობის სანიტარულ/ჰიგიენური დასუფთავების გეგმის შესრულება და მონიტორინგი
** დასაწყობების პრინციპების FIFO და FEFO დაცვა და კონტროლი
** ინვენტარიზაცია, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება
** ხარისხის სისტემების მოთხოვნების შესაბამისად რეპორტების მომზადება
** პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი მიღებისას, დასაწყობებისას და დატვირთვისას
** სისტემაში ნაშთების, მარაგების და ვადების კონტროლი
** გაცემული და მიღებული პროდუქციის ბაზაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საწყობში მარაგების აღრიცხვის და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება
** MS Office-ის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე)

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტული საბაზრო ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotelcitrusge@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემომოყვანილი აღწერილობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია