Робота для біженців з України
პროფესიული და უწყვეტი განათლების მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული და უწყვეტი განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი", აცხადებს ვაკანსიას პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში. მოცემული ვაკანსია მოიცავს შემდეგი მოდულის სწავლებას: "ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება" .

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

პროფესიული განათლების მასწავლებელი იქნება პასუხისმგებელი მოდულის: "ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება" სწავლებასა და პროფესიული სტუდენტების შეფასების პროცესზე.
ძირითადი სასწავლო თემატიკებია: ვებ გვერდის სტრუქტურის აგება, ვებ გვერდზე ობიექტების და ბმულების ასახვა, ვებ გვერდზე ფორმების ასახვა, ვებგვერდის ელემენტების გაფორმება სტილების საშუალებით, ვებგვერდის ინტერფეისის მორგება სხვადასხვა მოწყობილობებზე, ვებგვერდის ინტერფეისის გაფორმება დიზაინის ხელსაწყოს საშუალებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მოდულის: "ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება" სწავლება და პროფესიული სტუდენტების შეფასება;
** პროფესიული სტუდენტებისთვის შემდეგი სასწავლო თემატიკების სწავლება: ვებ გვერდის სტრუქტურის აგება, ვებ გვერდზე ობიექტების და ბმულების ასახვა, ვებ გვერდზე ფორმების ასახვა, ვებგვერდის ელემენტების გაფორმება სტილების საშუალებით, ვებგვერდის ინტერფეისის მორგება სხვადასხვა მოწყობილობებზე, ვებგვერდის ინტერფეისის გაფორმება დიზაინის ხელსაწყოს საშუალებით;
** სასწავლო მასალის მომზადება და გაკვეთილების ჩატარება;
** პროფესიული სტუდენტების განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება;
** ინოვაციური პროექტების შემუშავება და მათი ხელმძღვანელობა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** შესაბამისი განათლება IT/ვებ-დიზაინის ან კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ან/და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება (სამუშაო ცნობა);
** სასწავლო/ტრენინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge. სათაურში მიუთითეთ: `პროფესიული განათლების მასწავლებელი".

ბოლო ვადა: 18 ნოემბერი

გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე