Робота для біженців з України
აღმზრდელი პედაგოგი, აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი პედაგოგი, აღმზრდელი
მომწოდებელი: მონტესორი უნივერსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"მონტესორი უნივერსი" არის ოფიციალური, მონტესორის საერთაშორისო ადრეული განათლების დაწესებულება/საბავშვო ბაღი (https://www.facebook.com/MontessoriUniverseGeorgia), რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ. ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს მარია მონტესორის მეთოდით და რესურსებით.

მონტესორის მეთოდი:

მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მოხდეს სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება.

მონტესორის მეთოდი ეფუძნება ბავშვზე ორიენტირებულ განათლებას, სადაც ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად, თამაშითა და კვლევის გზით.

ძირითადი პრინციპებია:

** ბავშვის პატივისცემა - ბავშვს აქვს არჩევანისა და დამოუკიდებლად სწავლის უფლება, რაც ხელს უწყობს ინდივიდუალურ განვითარებას.
** თავისუფლება სტრუქტურაში - ბავშვი თავისუფალია აირჩიოს აქტივობები მომზადებული გარემოს ფარგლებში.
** მომზადებული გარემო - საგანმანათლებლო სივრცე და მასალები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ წაახალისოს ბავშვის თვითშემეცნება, კონცენტრაცია და პრაქტიკული უნარების განვითარება.
** მნიშვნელოვანი: ბავშვები სწავლობენ მაგალითით, ამიტომ პედაგოგი უნდა იყოს მშვიდი, დისციპლინირებული და თანმიმდევრული, მას არ უნდა ჰქონდეს მბრძანებლური ტონი.

აუცილებელი პირობები:

განათლება და კვალიფიკაცია:

აღმზრდელი პედაგოგი:

** ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით;
** აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისთვის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგი;
** ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შეეძლოს წყვილში მუშაობა და უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი

აღმზრდელი:

** 20 + ადამიანი, რომელსაც უყვარს ბავშვები და აქვს კარგი კომუნიკაციის უნარები.
** ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;
** ჰქონდეს აღმზრდელად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება..

სხვა აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მოთმინება: ემპათია და სიმშვიდე.
** შემოქმედებითობა: აქტივობებისა და თამაშების დაგეგმვა.
** ორგანიზებულობა: დროის მართვა და საქმიანობის ეფექტურად ორგანიზება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი პირობები:

შპს "მონტესორი უნივერსის" აღმზრდელი პედაგოგი ვალდებულია, დამსაქმებლის დაფინანსებით, 2026 წლის იანვრიდან გაიაროს 6 თვიანი ონლაინ ტრენინგი მონტესორის მეთოდოლოგიაში, რის შემდეგაც მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს.

სამუშაო საათი; 09:15/18:30
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@montessori-universe.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აღმზრდელი პედაგოგი" ან "აღმზრდელი". კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577900515

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 დეკემბერი.

პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 1 კვირაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე