|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის ოპერატორი ქალაქში - თბილისი.
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.
"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ელიფტერ ანდრონიკაშვილის პირველი შესახვევი N43
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება და გადაზიდვის სპეციალისტისთვის გადაცემა;
** აგროვების სისწორის კონტროლი;
** კამერების წინ დადგენილი წესით ტვირთის გადაცემის და დასტიკერების კონტროლი;
** მანქანებში ტვირთის განთავსების და შეუსაბამობების კონტროლი;
** პროდუქციის საწყობიდან გასვლის შემდგომი ჩამოწერის განხორციელება;
** ყველა საწყობში არსებული პროდუქციის აყვანა საწყობის ბალანსზე ;
** საქონლის შეფუთვაზე შენახვის წესებთან დაკავშირებული მითითებების შესრულება;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fZK2qsJc
|
|
|
|