Робота для біженців з України
მიკროავტობუსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკროავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიკროავტობუსის მძღოლი ქალაქში - თბილისი.

"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.

"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

საწყისი ლოკაცია: ქ. თბილისი, ელიფტერ ანდრონიკაშვილის პირველი შესახვევი N43

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისში ჩაბარებული ნივთების ტრანსპორტირება;
** ტრანსპორტირება როგორც ტექპოინტის შემკეთებელ პუნქტში, ასევე გარე სერვისებში;
** პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცედურის კონტროლი;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკუთარი მიკროავტობუსის ყოლა;
** აუცილებელია მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება (მექანიკა);
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/v8hjQuae
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე