Робота для біженців з України
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ბიომედიკა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "ბიომედიკა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდებისა და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ყოველი მეორე დღე 10.00-20.00. საათამდე (შესაძლებელია სამუშაო დღეების ინდივიდუალურად განსაზღვრა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოთარ ჭილაძის ქუჩა.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად გასაუბრების დროს მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: heelofficialgeorgia@gmail.com და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (ფარმაცევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე