Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: G Snail
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
G Snail არის სტარტაპი, რომელიც ნერგავს ახალ კულინარიულ სტანდარტს დაფუძნებულს ხარისხზე, მდგრადობასა და ინოვაციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ზრდას მთელ საქართველოში. ეს პოზიცია ფოკუსირებულია ბაზრის წილის ზრდაზე HoReCa-ს, და საცალო ვაჭრობის სექტორებში სათაო ოფისთან მჭიდრო კოორდინაციით. იდეალური კანდიდატი აერთიანებს გაყიდვების თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, სექტორისადმი დაინტერესებას და ბიზნეს განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას.

ვაკანსია - გაყიდვების წარმომადგენელი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ტიპი: სრული განაკვეთი

გაყიდვების განვითარება:

** კომუნიკაცია HoReCa-ს და საცალო ქსელების წარმომადგენლებთან.
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პროდუქტების წარდგენიდან დაწყებული, პირობების გაცნობით, ხელშეკრულების დადებით და მიმდინარე ანგარიშების მართვით დამთავრებული.
** ბაზრის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
** მომხმარებელთა ნაკადის შენარჩუნება და მონაცემების განახლება CRM-ში.

გაყიდვების ოპერაციების კოორდინაცია:

** შეთავაზებების და ინვოისების მართვა
** შეკვეთის მიწოდების, პროდუქტის ნიმუშების და სარეკლამო მასალების კოორდინაცია.

სავაჭრო ქსელში მუშაობა:

** ბრენდის ხილვადობისა და მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა გაყიდვის ყველა წერტილში — მათ შორის, გამოფენებზე, დეგუსტაციასა და ვიზუალურ პრეზენტაციაზე.
** ღონისძიებებისა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერა.
** მომხმარებელთა გამოხმაურების შესახებ ინფორმაციის შეგროვება გეგმის შესრულებისა და პროდუქტის პოზიციონირების გასაუმჯობესებლად.

ანგარიშგება და ბაზრის ანალიტიკა:

** ყველა გაყიდვების CRM-ში აღრიცხვა: სრული დოკუმენტაცია
** ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) ანგარიშგება: გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და ყოველკვირეული /ყოველთვიური ანგარიშგება, მათ შორის ROI.
** კონკურენტების აქტივობის, ფასების და ბაზარზე ახალი ტენდენციების მონიტორინგი.

გუნდებს შორის თანამშრომლობა:

** ადგილობრივი ოპერაციებისა და სათაო ოფისს შორის ყოველდღიური კოლაბორაცია
** მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსებთან, მარკეტინგთან და ლოჯისტიკასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეკვეთების შეუფერხებელი ნაკადი და მომხმარებელთა კმაყოფილება.
** მენეჯმენტის მხარდაჭერა ანგარიშებით, პრეზენტაციებითა და ბიზნესის ზრდის რეკომენდაციებით.

მოთხოვნები:

** 3-5 წლიანი დადასტურებული გამოცდილება საკვები პროდუქტების გაყიდვების სფეროში.
** უმნიშვნელოვანესია გამოცდილება HoReCa-ს და საცალო კლიენტებისთვის გაყიდვების სფეროში.
** შესანიშნავი მოლაპარაკების უნარები.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა - უპირატესობაა.
** MS Office-ის, Google Workspace-ის და CRM/ERP სისტემების ცოდნა.
** მაღალორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებით.
** რეგულარული მოგზაურობის შესაძლებლობა - ქვეყნის შიგნით მივლინებები.
** მოქმედი მართვის მოწმობა - უპირატესობაა.

პროფილი და უნარები:

** ენერგიული და შედეგებზე ორიენტირებული პროფესიონალი.
** შესანიშნავი ინტერპერსონალური და პრეზენტაციის უნარები.
** სტრატეგიული აზროვნებისა და პრაქტიკული შესრულების დაბალანსების უნარი.

რას ვთავაზობთ:

** დინამიური და შემოქმედებითი გარემო მზარდ საერთაშორისო კვების ბრენდში.
** კონკურენტუნარიანი საბაზისო ხელფასი პლუს შესრულებაზე დაფუძნებული სისტემა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kalanit@guava.co.il 21 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე